გამოფენა- ,,ბულგარეთის ღირსშესანიშნაობანი"

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოში ბულგარეთის რესპუბლიკის საელჩოს თანამშრომლობით, ხელოვნების მუზეუმში გაიხსნა გამოფენა სახელწოდებით - „ბულგარეთის ღირსშესანიშნაობები“.  ფოტოგამოფენაზე წარმოდგენილია ბულგარეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები და  პეიზაჟები. აღნიშნული ძეგლები ანტიკური ხანის, ბიზანტიური კულტურისა და თანამედროვე არქიტექტურულ ნიმუშებს წარმოადგენენ და იმყოფებიან იუნესკოს დაცვის ქვეშ. დამთვალიერებელს გამოფენის ნახვის შესაძლებლობა ათი დღის განმავლობაში ექნება. გამოფენის გახსნას ესწრებოდა ბულგარეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში დესისლავა ივანოვა.